იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა. შალამბერიძემ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება. გუბერნატორთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილეც. მას ამ დროოსთვის, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.