ონის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად დაათვალიერა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. ონის მერი ადგილზე გაეცნო სანიაღვრე არხების წმენდა – რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესს. აღნიშნული სამუშაოების დამთავრება მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე იგეგმება და შემსრულებელი – შპს „ მპტ-ია.“ჯამური ღირებულება – 45807,60 ლარს შეადგენს. პროექტის – 95%-ს სახელმწიფო , 5% -ს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. ონის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.