გურიაში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის რწმუნებულმა მოინახულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გურიის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

ლანჩხუთში სამი საჯარო სკოლის (ქალაქის მესამე, სოფელ ლესის და სოფელ ჩოჩხათის – გულიანის კორპუსი) სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, სკოლების რეაბილიტაციაზე 8 500 000 ლარი დაიხარჯება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 7 022 440 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები