რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 41 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 8 დეკემბრის დილის მონაცემებით კოვიდინფიცირების 41 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. „რეგიონული კვირა“ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. მათი განმარტებით, 41 დადასტურებული შემთხვევიდან 25 ინფიცირებული ცაგერის, 6 ლენტეხის, ათი კი ონისა და ამბროლაურის მაცხოვრებელია.
როგორც ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განაცხადა, ცაგერში 25 დადასტურებული შემთხვევიდან 6 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დანარჩენი ახალი კონტაქტებია და ეპიდემიოლოგებმა კვლევები დაიწყეს.
„სწრაფი ტესტირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ლენტეხშიც, 50 დატესტილი პიროვნებიდან, ექვს პიროვნებას ვირუსი დაუდასტურდა და უმეტესობა მათგანი თვითიზოლაციაში იყო“-ამის შესახებ ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ონიანმა „რეგიონულ კვირას“ განიცხადა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ მომენტისთვის 350-მდე ადამიანი იმყოფება.