გურიაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები