ქუთაისში კოვიდინფიცირებული 84 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცია. კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დღეისთვის კლინიკაში 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ორსულები, ხანდაზმულები და ბავშვები. კლინიკას დღეს 11 ორსული დატოვებს, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაამარცხეს.
პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. კლინიკაში შესვლის მომენტში ორსულებს ორმხრივი პნევმონია, ფილტვის 50 პროცენტზე მეტი დაზიანება, სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველა ქონდათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები