სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 184

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღეს კოვიდ-19-ის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ბოლო 24 საათში ვირუსი 184 პირმა დაამარცხა.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 123 პირი იმოყოფება.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 135 პირი გადის, მათგან 70 -ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 41 კოვიდპაციენტი, მძიმედაა 11 მათგანი. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს მათგან მძიმე 5 კოვიდპაციენტის მდგომარეობაა. ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში მოთავსებულია 29 პაციენტი. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.
გასული 24 საათის მონაცემებით, გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები