ბათუმში გარემოვაჭრეებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, იქ სადაც გარევაჭრობა აკრძალულია მოვაჭრეებმა დახლები განათავსეს და ქაფშიით ვაჭრობენ. რასაც ქაფშიით მოვაჭრეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ირგვლივ სპეციფიკური სუნი და ანტისანიტარიაა.
დღეს,მოვაჭრეებს დახლების დალაგების საშუალებას არ აძლევდნენ, აფთიაქის წარმომადგენლებიც და მოითხოვდნენ გარემოვაჭრეები სხვა ადგილას გადასულიყვნენ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ბათუმის მერიას რეაგირებისთვის რამდენჯერმე მიმართეს. მერიაში კი ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებს სიტყვიერი გაფრთხილება არაერთხელ მისცეს. გარემოვაჭრეები ირწმუნებიან რომ ეს ფინანსური თვალსაზრისით ერთადერთი შემოსავლის წყაროა და ისინი დახლების ალაგებას თავიანთი ნებასურვილით არ აპირებენ.