ქვემო ქართლში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 419 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში,საქართველოში კორონავირუსის 4673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 36 პაციენტი გარდაიცვალა.