იმერეთში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი ინფიცირებულები კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 2000-მდე პაციენტი.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 81, ხოლო “ბომონდის” კოვიდცენტრში 120 პაციენტი მკურნალობს.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 4 673 შემთხვევა გამოვლინდა.