კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ის დიაგნოზით 3 პირი გარდაიცვალა. მათგან 2 პაციენტი მკურნალობას თელავის კლინიკაში, 1 კი საგარეჯოს საავადმყოფოში გადიოდა.
დაავადებათა კონტროლოს კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღის განმავლობაში კორონავირუსით 181 პირი გამოჯანმრთელდა.
“კახეთში კოვიდ 19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა. სამივე ასაკოვანი მამაკაცი იყო, მკურნალობას 2 თელავის კლინიკაში და 1 საგარეჯოს კლინიკაში გადიოდა. გარდაცვლილები სიღნაღიდან, ახმეტიდან და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან იყვნენ”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.