გოჩა ენუქიძე მურის ციხესთან მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ცაგერის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ქალაქ ცაგერში, მწვანე თეატრიდან მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და კიბეების მოწყობის სამუშაობს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება, 397 586.25 ლარია, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
,,აღნიშნული პროექტი მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ცხადია, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის გაზრდაში”, – აცხადებს ენუქიძე