მცხეთა-მთიანეთში ბოლო ოთხ დღეში 2378 მოქალაქეს ანტიგენზე დამყარებული ტესტი ჩაუტარდა
სახელმწიფოს დაფინანსებით კორონავირუსზე დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის მხარეში მოქალაქეების მიმართვიანობა ყოველდღიურად იზრდება, რეგიონის მასშტაბით გასული ოთხი დღის განმავლობაში მედიკოსებმა საერთო ჯამში 2378 მოქალაქეს ჩაუტარეს ტესტი, აქედან კორონა ვირუსი 425 პირს დაუდგინდა.
უფრო კონკრეტულად კი სპეციალისტებმა 4 დეკემბერს-559; 5 დეკემბერს-536; 6 დეკემბერს 426; ხოლო 7 დეკემბერს 857 მოქალაქეს გაუწიეს მომსახურება.
ტესტის ჩატარება უფასოა და რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტშია(დუშეთი,ყაზბეგი,თიანეთი,მცხეთა,წეროვნის დევნილთა ჩასახლება) შესაძლებელი. მოქალაქეებს სპეციალისტები მოემსახურებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ყოველ დღე მათ შორის არა სამუშაო დღეებშიც.
მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას ვირუსის მასიურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უფრო მეტად ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში და გაიკეთონ ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელიც სრულად უფასო და უსაფრთხოა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.