ზუგდიდში პრესის ჯიხურში მომუშავე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე პრესის ჯიხურში 70 წლამდე ქალის გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს, ქალბატონი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. Რა გახდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები