ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში და სოფელ გურიანთაში შიდა სასოფლო გზების მოწყობის სამუშაოებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 273 130 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები