საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძესა და ნინო ნიჟარაძეს შეხვდა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესა და ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს Covid-19-ის დაფიქსირებიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის რეაგირებასა და საზოგადოებისთვის გაწეულ დახმარებაზე, ასევე მიმოიხილეს მომავალი წლის საქართველოს წითელი ჯვრის გეგმები და მათ შორის ის სერივისები, რომლებსაც ეროვნული საზოგადოება ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათებს დარიგებას აჭარაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.