“ნეტავ, არ წავსულიყავით ექსკურსიაზე” – ოთხი თვის შემდეგ გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი შატილში მომხდარ ავარიას იხსენებს
23 აგვისტო 18 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. თვრამეტმა გულმა შეწყვიტა ერთდროულად ძგერა, თვრამეტმა დედამ ჩაიცვა შავები.
შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევამ სრულიად საქართველო შეძრა და შავი საფარი მიმოიფინა ყველგან.
21 ადამიანიდან მხოლოდ სამმა ქალმა გაიმარჯვა სიკვდილზე. „რეგიონული კვირა“ სწორედ ერთ-ერთ გადარჩენილს 23 წლის ხატია დევსურაშვილს დაუკავშირდა.
ხატიას ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რეაბილიტაცია სჭირდება მოტეხილი ფეხის გამო და სისტემატიურად იღებს მედიკამენტებს.
როგორც ხატია ჩვენთან საუბრისას ჰყვება ავარიის დღესთან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.
„მართალია 23 აგვისტოს შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა მაგრამ რეაბილიტაციას ისევ გავდივარ და მედიკამენტებიც კვლავ მჭირდება. ამნეზია დამემართა ამ 23 აგვისტოსთან დაკავშირებით რადგან თავი მქონდა დაზიანებული და ამ დღესთან დაკავშირებით საერთოდ არაფრის გახსენება არ შემიძლია, გონზე როცა მოვედი ისიც კიარ მახსოვდა თუ ავარიაში მოვყევი.წინადღიდან მხოლოდ ის მახსოვს რომ მამას ვეხვეწებოდით მე და ჩემი და წავეყვანეთ იმ ადგილას საიდანაც დაიგეგმა ტურში წასვლა.დროის დაბრუნება რომ შემეძლოს საერთოდ არ წავიდოდით და ცოცხალი მეყოლებოდა ჩემი და ახლა. მედეა ძალიან ბეჯითი იყო, ჩააბარა მაგისტრატურაზე და სულ წიგნები ეჭირა ხელში,მასწავლებლობა უნდოდა შესაბამისად ჰქონდა მიზნები და ისწრაფვოდა მათკენ. ბავშვები მოდიოდნენხოლმე და ეხმარებოდა საგნების მომზადებაში“,- გვიყვება ხატია დევსურაშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ ხატიას ექსკურსიის დღის არცერთი დეტალი არ ახსოვს ხატიას დედა ლიკა სიმონიშვილი დეტალურად გვიყვება რა მოხდა 23 აგვისტოს და როგორ შეიტყო ავარიის შესახებ.
ლიკა სიმონიშვილის თქმით თავდაპირველად მულისგან გაიგო რომ შატილში 80 მეტის სიმაღლიდან ტურის მარშუტკა გადავარდნილა ამ დროს ის თავის შვილებს უკვე ეძებდა რადგან არც მედეა და არც ხატია ტელეფონის ზარს აღარ პასუხობნენ.
„მთელი დღე ძალიან ცუდად ვიყავი,ცუდს მიგრძნობდა გული.5ს რომ 15 აკლდა მედეასგან მივიღე შეტყობინება,გადმოვიარეთ დათვიჯვრის უღელტეხილი და მოვდივართ სახშიო,ეს რომ წავიკითხე დავშვიდდი უკვე სახლში ბრუნდებიანმეთქი. რაღაც დროის შემდეგ დავიწყე რეკვა მაგრამ არცერთი არ მპასუხობნენ. ამას როგორ ვიფიქრებდი რომ ჩემი მედეა უკვე გარდაცვლილი იყო და ჩემი ხატია სიკვდილს ებრძოდა. დრო,რომ გავიდა და ვერ დავუკავშირდი პოლიციას გამოვუძახე და ჩაიწერეს მონაცემები,მეუბნებოდნენ ცუდი ამბავი რომ იყოს ჩვენ უკვე გვვეცოდინებოდაო,მაგრამ მომხდარი იყო უკვე ალბათ დამიმალეს.ამის შემდეგ ჩემი მული გადმოდის დამეუბნება შატილში ავარია მომხდარაო ჩავრთეთ და ჟურნალისტი ამბობს ტურის მანქანა 80მეტრის სიმაღლიდან გადავარდაო,ამის მერე არაფერი აღარ მესმოდა.
პირველად გავიქეცით პირველ ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში იქ შეიყვანეს სამივე დაშავებული მაგრამ ხატია იმდენად შეცვლილი იყო ვერ იცნეს თქვეს რომ 35წლამდე ქალი იყო ისე იყო სახეზე შეცვლილი. მერე სამხარაულის პროზექტურასთან გავჩერდით და კიდევ ერთხელ რომ დავრეკე ცხელხაზზე მაშინ მითხრეს მანდ მოასვენებენო ჩემს შვილებზე,გარდაცვლილები არიან მეთქი და კიო ასე მითხრეს ტელეფონში“,- გვიყვება ხატიას დედა.
მშობლებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეიტყვეს ხატიას გადარჩენის შესახებ თუმცა იმის იმედს რომ ხატია ამ ტრავმებს დაძლევდა არცერთი ექიმი არ აძლევდათ. გონზე მოსვლის შემდეგ 23 წლის ხატიას საკუთარი ასაკიც არ ახსოვდა თუმცა ნელნელა თავის ტრავმების ალაგების შემდეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამოუსწორდა.
ლიკა სიმონიშვილი საუბრობს იმ კომპანიის შესახებ რომელმაც ექსკურსია დაგეგმა,მისი აზრით Trevel.ge-ს ტურისტული კომპანია სრულიად უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ყველა წესის დარღვევით გაუშვა ბავშვები ექსკურსიაზე.
„ავარიის შემდეგ ამ საკითხის კვლევა დავიწყე და ერთი უსაფრთხოების ნორმაც არააქვს დაცული ამ ტურისტულ კომპანიას და მის დამფუძნებელს შალვა ბოლოთასვილს.ესენი ორიენტირებულები არიან ფულის შოვნაზე.დეტალებს არ ჩავწვდები გეტყვით რომ გვეხმარება გამომძიებელი ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი და ასევე საქმესი ჩართლია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ღირსეული ადამიანები არიან და უსასყიდლოდ დაგვინიშნეს ადვოკატი. დეტალებზე ამ ეტაპზე არვისაუბრებ იმიტომ რომ გამოძიებას ხელს შეუშლის, მაგრამ გეტყვით ,რომ გამოძიების მხრივ წინსვლა ნამდვილად გვაქვს“,- გვითხრა ლიკა სიმონიშვილმა.
23 წლის ხატია კი ცხოვრებას აგრძელებს მისი მიზანია დაასრულოს სწავლა და იმ პროფესიით რომელსაც დაეუფლება დიდ წარმატებას მიაღწიოს.
ასევე მისი მიზანია გაერკვიოს ტურიზმის სფეროში და მოახერხოს იმდენი რომ სახელმწიფფო მხრიდან მკაცრად გაკონტროლდეს ტურიზმის სფერო რადგან აღარ შეეწიროს სხვა ადამიანების სიცოცხლე.
მარიამ გიორგაშვილი