“სანამ შემეძლება იქამდე ვიდგები ამ ხალხის გვერდით” – სოფელ ოყურეში ოჯახის ექიმის კაბინეტი კვლავ ამოქმედდა
ლეჩხუმთან ბევრი რამ აკავშირებს- სასიამოვნო ბავშვობა და ახალგაზრდა მამის, სახელოვანი, ლეჩხუმელი კაცის, ვალერი თუთისანის ტრაგიკულად დაღუპვის უსიამოვნო განცდები.
“რეგიონული კვირა” ახალგაზრდა ექიმს, თეა თუთისანს გაგაცნობთ, რომელმაც თბილისში წარმატებულ კარიერას თავი დაანება და ლეჩხუმის სოფელ ოყურეში გადასახლდა. ახლა ის აქ მცხოცრებ ადამიანებს სამედიცინო დახმარება სუწევს.
თეა თუთისანმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა თბილისში გაიარა, ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ცნობილი ენდოკრინოლოგია, 12 წელია პრაქტიკოსი ექიმია და ოჯახის ექიმის კვალიფიკაციაც აქვს.
„მაშინ ეს ამ პაციენტებისთვის დიდი დახმარება იყო, შემდეგ საკითხიც დამიყენეს, 6 თვეა სოფელ ოყურეშში ექიმი არ გვყავს და ხომ არ წამოხვიდოდითო. ეს იყო გამოწვევა, რომელიც ამ ხალხისგან მივიღე, მეთქი-რატომაც არა”, – ამბობს თეა ექიმი.
გამოწვევა მიიღო და სოფელში, სადაც უკვე 6 თვეა უექიმოდ იყვნენ და უამრავი სამედიცინო პრობლემებიც დაგროვდა, უბნის ექიმად წამოვიდა.
„ნაბიჯის გადადგმამდე გაანალიზებული მქონდა მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა, მე ვახერხებ, რომ ერთი სრული მთელი დღე და თუ საჭირო გახდება, მეტიც, დავუთმო ამ ადამიანებს, მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სამედიცინო პერსონალს გვიჭირს, ავიღეთ დიდი პასუხისმგებლობა ადამიანებისა და ქვეყნის წინაშე და ახლა ამ ომში უკან დახევა, უბრალოდ არ შეიძლება“, – ამბობს სოფლის ახალგაზრდა ექიმი.
თეამ იცის, რომ ექიმსა და პაციენტს შორის ყველაზე დიდი რესურსი იმედიანი სიტყვაა და ისიც იცის, რომ მანამ, სანამ მუშაობა შეეძლება, ამ სოფელს არ მიატოვებს.
მარინე სვანიძე