სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა. არსებული ინფორმაციით,
შემთხვევა მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მოხდა.
მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს დაზარალებულის დედამ შეატყობინა.
გამოძიება კაცს 10 წლის მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედევება.
112-ში განხორციელებული ზარიდან მალევე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ დააკავა და სიღნაღის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო , რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამკიცების შემთხვევაში სავარაუდო ბრალდებულს 5- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.