ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ასაკოვან ქალს ვირუსთან ერთად თანმდევი, ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 80 პაციენტი განაგრძობს.
“24 საათის განმავლობაში გვყავს ერთი გარდაცვლილი, ხანდაზმული ქალი,რომელიც 5 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტს კოვიდთან ერთად ქრონიკული დაავადებები ქონდა. კლინიკაში,ამ დროისთვის 80 პაციენტი მკურნალობს, ასევე ინფიცირებულია მედ-პერსონალიც”,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.