ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის მეუღლეც ვირუსს ემსხვერპლა. კოვიდინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა.
როგორც ოჯახის ახლობლებმა “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მამაკაცი მეუღლის დაკრძალვიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.
“ცოლი გაასვენეს, ქმარი შემოასვენეს. საშინელება ტრიალებს, მთელი ოჯახი ინფიცირებულია. პანაშვიდზეც ვერ მივდივართ ოჯახის ახლობლები. უმძიმესი მდგომარეობაა”,- ამბობს ნათესავი.
შეგახსენებთ, ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედდა ნუნუ ლამანაძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის 2 კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.