ხობში, სოფელ ნოჯიხევში 73 წლის ქალი დააყაჩაღეს

წუხელ გვიან ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში გოცირიძეების საცხოვრებელი სახლი ორმა ნიღბიანმა დააყაჩაღა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, სახლში მხოლოდ 73 წლის ქალი იმყოფებოდა და ბოროტმოქმედები მისგან თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.

მათივე თქმით, მაშინ როცა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს, გააუთოვეს და სკამზე წებოვანი ლენტით მიაბეს.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდა და ნათესავის სახლში იმყოფება.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტკრიმინალისტები და ხობის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგანოძებო მოქმედებები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები