ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, 112 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, საიდანაც 42 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.