თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევისას 40 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.