24 საათში 591 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულ 591 პაციენტი.

გასულ 24 საათში კორონავირუსს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტები მკურნალობის კურსს სენაკის, რუხის, ზუგდიდის ევექსისა და თბილისის კოვიდკლინიკებში გადიოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ასაკოვან გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღეს
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 140 პირი გადის, მათგან 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მძიმედაა 10 მათგანი. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 ინფიცირებული მკურნალობს მათგან საშუალოდ მძიმე 8 კოვიდპაციენტის მდგომარეობაა, ხოლო 5 მათგანის მდგმარეობა მძიმე. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 31 პაციენტი. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში 27 კოვიდინფიცირებულია.
რეგიონის მასშტაბით, კარანტინში სულ 117 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები