ზუგდიდიში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდში ჭითაწყარის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მიმავალ ავტომობილს დაეჯახა. „მერსედესის“ ავტომანქანის დაშავებული მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ავარიის შედეგად ასევე, დაშავებულია ერთი მგზავრი, იგი ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული, მას მედიკოსების შესაბამის მკურნალობას უტარებენ.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.