საპატრიარქოს პრესმდივანი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ.
მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები”,-წერს ანდრია ჯაღმაიძე.