კახეთში კორონავირუსს 73 წლის კაცი ემსხვერპლა
კახეთში კორონავირუსს 73 წლის კაცი ემსხვერპლა. პაციენტი ოფიციალურად თბილისშია რეგისტრირებული , მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
ექიმების თქმით, თანხმლების დაავადებების გამო, კლინიკაში შესვლისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 5,161 შემთხვევაა დაფიქსირებული.