მეუფე გრიგოლი: ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკვრძალო, მაგრამ ლოცვას ვერ აუკრძალავ

ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკვრძალო, მაგრამ ლოცვას ვერ აუკრძალავ ,- ამის შესახებ საკვირაო წირვის დასრულების ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მეუფეს განმარტებით, რაც შეეხება ტძრებში წირვას, ღვიმსახურება გარკვეული შეზღუდული რაოდენობით ტარდება, საყოველთაოდ ცნობილი უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით, მსახურების შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტაძარში სალოცავად შევიდეს.
მისივე თქმით, რაც შეეხება ღვთისმსახურებაში რაიმე განსხვავებული წესის შეტანას, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას, თუმცა დასძენს, თუ ამის საჭიროება დადგება ეპიდემიოლოგების რჩევებს გაითვალისწინებენ და შესაბამისად ეკლესია მიიღებს გადაწყვეტილებას.
,,ჩვენ რაც დადგენილი არის ვცდილობთ სწორედ ის ნორმები შევასრულოთ უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში , რომ დაცული იყოს ადამიანები მათ შორის სასულიერო პირები . აგერ შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა , რომელზეც შეიძლება ადამინმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს . ნუ, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს , მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არ არაერთი არ არის ორი და ათი და ასი, უამრავი ადამიანი , თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი , გაივლის აუცილებლად ამაზე უამრავი ადამინი ფიქრობს , მუშაობს სპეციალისტები და მჯერა , როგორ დღმდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც. ოღონდ საჭირო არის საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეებისა და თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა ამაზე ვიმსჯელებთ , თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით , თუ ნიღბებით დგანან , ასევე მრევლი , ამ ეტაპზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ მე ვერ გეტყვით. ვნახოთ,ცხოვრება ხომ იცით როგორი არის , გვიჩვენებს . მე ვფიქრობ, რომ ისეთი ვითარებაა თვითონ ეკლესიაში , ის რომ სასულიერო პირები ზოგი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ცატარების პრობლემაა , რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია , სხვაგანაც ვიციგივე ევროპის ქვეყნებში რა მდგომარეობაც არის და ამჯერად უკვე დაკეტვების ფონზე , ეკლესიები არ დაკეტილა , უფლება ავთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით, , მაგრამ ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიატ შევიდნენ და ილოცონ. ადამინს შეიძლება ველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები