2 გარდაცვლილი, 433 ინფიცირებული და არც ერთი გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ს კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტები მკურნალობის კურსს სენაკის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთასის კოვიდკლინიკებში გადიოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 75 წლის გარდაცვლილ მამაკაცს და 74 წლის ქალს ჰქონდათ თანმხლები დაავადებები.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, გასული 24 საათში ვირუსის დამარცხების ფაქტი არ გამოვლენილა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 143 პირი გადის, მათგან 95-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმე კი 13 მათგანია. ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდპაციენტი, მძიმედაა 12 მათგანი. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს მათგან მძიმე 8 კოვიდპაციენტის მდგომარეობაა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 32. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტია.
რეგიონის მასშტაბით, კარანტინში სულ 120 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები