კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 51-ით გაიზარდა
კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 51- ით გაიზარდა და ჯამში, რიცხვმა 5, 161- ს მიაღწია. ეპიდემიოლოგების თქმით, ახალი ინფიცირებულები ამ ეტაპზე, ბინაზე სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა მათი გადაყვანა კოვიდმიმღებ კლინიკებსა თუ კოვიდსასტუმროებში.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, ყველაზე მეტი 1339 კოვიდ ინფიცირებული თელავში ფიქსირდება, რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ოფიციალურ სტატისტიკას ასეთია: ახმეტა-360, ყვარელი -409, ლაგოდეხი – 680, გურჯაანი-1,088, სიღნაღი-303
დედოფლისწყარო -425 და საგარეჯო -557.
ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ჯამში 2735 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2,518 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 190 კოვიდ – კლინიკაში იმყოფება .
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2,895- მდე გაიზარდა. რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა კი 29-მდე შემცირდა.
რამდენიმე კვირაში სულ 2,344 მოქალაქე გამოჯანმრთელდება. გარდაიცვალა 32 პაციენტი.