ცაგერში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი კეთილმოეწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ცაგერში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. ტურისტული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების არქიტექტურის შენობაა და მისი მშენებლობა და შიდაინტერიერის კეთილმოწყობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობით, ფაზა II” პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.ლეჩხუმის ეკონომიურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ტურიზმის სწორი წარმართვა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს და აღნიშნული ცენტრი სწორედ ამ თემას შეუწყობს ხელს. რაჭა-ლეჩხუმის მხარეში შემოსულ ვიზიტორებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტისა და ახლო მდებარე ლოკაციების ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები