ლეჩხუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული პანდემიისა, ცაგერის მუნიციპალიტეტშ , ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში სრული წესებისა და უსაფრთხოების დაცვით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მხარისა და ცაგერის მუიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.

„ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუცხადებთ ადგილობრივ მოსახლეობას არამარტო ქალაქის, არამედ ლეჩხუმში მდებარე სოფლების ინნფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მთავრობასტან ერთად მათი ყოფითი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
ლეჩხუმში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები-რეაბილიტირდება სოფელ სპათაგორში სოფლის ცენტრის, სკოლისა და ლეშკედის მიმართულებით საავტომობილო გზა.პროექტის ღირებულება 372439.63 ლარს შეადგენს. აღნიშნული მონაკვეთი 2021 წლის ზაფხულისთვის დასრულებული იქნება, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია სოფელ ორბელში, ზედა ორბელის, ჩეროსა და სვანიძეების უბანში, რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის618586 ლარია გამოყოფილი.რეაბილიტირდება სოფელ უსახელოში სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზაც, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და ბიუჯეტად 159032.9 ლარია განსაზღვრული. პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები