აჭარაში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეის მონაცემებით, აჭარაში 491 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში კოვიდ კლინიკებში გამოჯანმრთელდა და გაეწერა 465 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია- 22 073 პირი.
კოვიდ კლინიკებში მკურნალობას 959 პაციენტი გადის, აქედან კრიტიულად იმყოფება 40 ინფიცირებული.
კოვიდ სასტუმროში – 1 843 მოქალაქეა მოთავსებული.