ზესტაფონში 4-მა პირმა ოჯახის დაყაჩაღება სცადა

ყაჩაღობის მცდელობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში. ოთხი ნიღბიანი პირი გვიან ღამით ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა. ისინი მუქარის ძალით თანხის წაღებას ცდილობდნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრით თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ხმაური ატეხეს და დახმარებას ითხოვეს, რაზეც მძარცვრლები გაბრაზდნენ და ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც ლილუაშვილები აცხადებენ, შეშინებული არიან. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები