საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში 79 წლის პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში კორონავირუსს 79 წლის ხანდაზმული ემსხვერპლა.

საგარეჯოს მცხოვრები მკურნალობის კურსს, ამავე კლინიკაში გადიოდა.

COVID-19 გახდა ლეტალური შემთხვევის მიზეზი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის მკვიდრი, 73 წლის კაცი ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

მას ვირუსზე შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.
ექიმების განმარტებით, ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ამიტომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სექტემბრიდან ამ დრომდე, რეგიონში კორონავიურისით , ჯამში 32 მოქალაქე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები