ახალციხეში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ახალციხეში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილი რეანიმატოლოგის თანამშრომლებმა განუცხადეს, ექიმი დაახლოებით 2 თვეა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.
“დიდი ხანია აპარატზე იყო შეერთებული. თბილისში იყო ორი თვის წინ წასული და იქ გადაედო ვირუსიც. აქ რომ ჩამოვიდა მისგან ძალიან ბევრ ექიმს და ექთანს გადაედო კორონა”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” კლინიკაში.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ექიმი ახალციხის კლინიკა “იმედში” და რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა.