ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა შეექმნა

ქუთაისელ, ოლიმპიურ ჩემპიონს, დავით ხახალეიშვილს ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა შეექმნა, მას გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა. ვეტერანი ძიუდოისტის გადასარჩენად ურთულესი ოპერაცია – გულის გადანერგვა გახდა საჭირო.
სპორტსმენს ოპერაცია გუშინ, მინსკში ჩაუტარდა, რომელიც 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოპერაცია წარმატებით დასრულედა. ეროვნული ოლიმპოური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის რევაზ რობაქიძის ინფორმაციით, სპორტსმენის მდგომარეობა საიმედოდ სტაბილურია.
“დათოს გადარჩენის შანსი მიეცა, ოჯახს კი იმედი. ამ დროისთვის, ჩემპიონის მდგომარეობა საიმედოა. ოპერაციისთვის შექმნილ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო და ოლიმპიური ჩემპიონისადმი უდიდესი თანადგომა გამოხატეს საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.
აქვე დავძენ, რომ დათოს ავადმყოფობის ამბავი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ყურ ლუკაშენკომ საკუთარი ფონდიდან 58 ათასი ამერიკული დოლარი გაიღო ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო ხარჯების დასაფარად”,- ამბობს რობაქიძე.
სპორტსმენმა, ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში საოპერაციოდ გამგზავრების წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ; – „თქვენ მე სიცოცხლის შანსი მომეცით, ჩემს ოჯახს იმედი ჩაუსახეთ!”-წერს ჩემპიონი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები