კახეთში სწრაფი ანტიგენის ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის, შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, განცხადებით, პროცესი რეგიონში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ირაკლი შიოშვილი განმარტავს, რომ მოქალაქეების ჩართულობა კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში და უფასო ტესტირებაში მონაწილეობის მიღება მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკას დღის განმავლობაში 100-მდე პაციენტი მიმართავს. ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, თუ პაციენტს სიმპტომები აღენიშნება და სწრაფი ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, ჩაუტარდეს თუ არა მას Პსრ კვლევა. “სწრაფი ანტიგენ ტესტი უტარდებათ იმ მოქალაქეს , რომელებიც სიმპტომების მიუხედავად მოგვმართავენ . ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში დღის განმავლობაში, დაადლოებით 70-დან 90-მდე პაციენტის ტესტირება ხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ სწრაფი ანტიგენ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, შესაძლებელია მოხდეს უფრო ღრმა, PCR ტესტირების ჩატარება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე ოჯახის ექიმი იღებს. “- აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა. კახეთის რეგიონის მასშტაბით , სწრაფი ანტიგენ ტესტირების ჩატარება 26 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.