ავარია ხაშური-ბორჯომის ცენტრალურ გზაზე – არიან დაშავებულები

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველები საუბრობენ, მიკროავტობუსი შეჯახების შედეგად მთლიანად დაიშალა.

შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმოფოში არიან გადაყვანილები. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები