სოფელ ბულაჩაურის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შენობის შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს, რომლიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება შპს „დარი“ აწარმოებს. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 476 ლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები