ქუთაისში კორონავირუსით ზურაბ ჯავახაძე გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 84 წლიდ ასაკში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით კლინიკაში ამ დროიდთვის 83 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა – სამი.