1 გარდაცვლილი, 434 ინფიცირებული და არც ერთი გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს სენაკის კლინიკა „სენამედში“ გადიოდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 84 წლის გარდაცვლილ მამაკაცს თანმხლები დაავადება ჰქონდა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში ვირუსის დამარცხების ფაქტი არ გამოვლენილა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 150 პირი გადის, მათგან 60-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, კლინიკაში ამჟამად თავისუფალია 30 საწოლი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდპაციენტი, მძიმედაა 12 მათგანი, კლინიკაში თავისუფალია ერთი საწოლი. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს მათგან მძიმე 8 კოვიდპაციენტის მდგომარეობაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლ ფონის რაოდენობა არის 2. ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში მოთავსებულია 31 პაციენტი,თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა 1. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 21 კოვიდინფიცირებული პაციენტია, თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა 7.
რეგიონის მასშტაბით, კარანტინში სულ 128 ადამიანი იმყოფება.