კახეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების მიერ კონტაქტების მოძიების პროცესი დაწყებულია.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ასე გამოიყურება:
ახმეტა-347, თელავი -1, 313, ყვარელი -393, ლაგოდეხი – 665, გურჯაანი-1, 041, სიღნაღი-296
დედოფლისწყარო -419 და საგარეჯო -534.
რეგიონის მასშტაბით 5000-ზე მეტი დაინფიცირებულიდან ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 2,558, მათ შორის 2,323 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 29 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 206 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.
ბოლო ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 2800-ზე მეტი მოქალაქე რჩება, საკარანტინო ზონაში კი ამ დრომდე 57 ადამიანი.
რამდენიმე თვეში სულ 2,314 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 მოქალაქე კი გარდაიცვალა.