პირველად ზუგდიდის სკვერში შშმ პირებისთვის საქანელა დამონტაჟდა

პირველად ზუგდიდში შშმ პირებისთვის საქანელა დამონტაჟდა. იდეა საკრებულოს დეპუტატსა და წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს სალომე ფაცაციას ეკუთვნის.

საქანელა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერშია დამონტაჟებული და დეპუტატის თქმით, კარგი იქნება თუ სხვა სკვერებიც ადაპტირდება მსგავსი ინფრასტრუქტურით.

“ჩემი ინიციატივით სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, პირველად ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალ სკვერში, შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული საქანელა დამონტაჟდა.
მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ იდეას და სისრულეში მოიყვანა”, – წერს ფაცაცია.

პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები