გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა

გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა. ხანდაზმული მამაკაცი გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის საავადმყოფოში ორმხირივ პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო, ამიტომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბოლო ინფორმაციით, რეგიონში დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობამ 4700-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები