ბაგრატის ტაძარი, შესაძლოა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაბრუნდეს

ბაგრატის ტაძარი, შესაძლოა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაბრუნდეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველო ახალ სანომინაციო განაცხადს წარადგენს. ბაგრატის კათედრალი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში უნდა დაბრუნდეს, როგორც ქუთაისის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის უნიშვნელოვანესი ნაწილი. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოსახვედრად ათი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. აქედან ექვსი კრიტერიუმი ღირებულებების გამომსახველია, ოთხი კი ბუნებრივი მემკვიდრეობის ნიშნების. ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო პოლონელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს. მანანა ვარძელაშვილი ამბობს, რომ ეს მარტივი პროცედურა არაა. ძეგლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტზე უკვე წარდგენილია, თუმცა, მისი განხილვა კორონავირუსის გამო გადაიდო. ბაგრატის საკათედრო ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2010 წელს კი ის იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მას შემდეგ გადაიტანა, რაც 2008 წელს ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. 2017 წელს კი Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდანაც ამოიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები