რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ცეცხლი გაუჩნდა
რუსთავის შემოსასვლელში ცეცხლი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს,
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და მოახერხეს ცეცხლის დროულად ლოკალიზება.