ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.   მოასფალტდა გზის საფარი, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დაგი პლიუსი” ასრულებს, რისთვისაც 258 ათასი ლარი იხარჯება.
შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს.
“ქუთაისში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კეთდება როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე შიდა გზები, იცვლება ღვარსადენი სისტემები, წესრიგდება ტროტუარები.  ახალგაზრდობის გამზირის ეს მონაკვეთი ძალიან იყო დაზიანებული.  აქ მალე დასრულდება გზის რეაბილიტაცია და გადაადგილება კომფორტული იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის” – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
საგზაო- სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები