აჭარაში არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი მიიღეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიაში საბოლოო შემაჯამებელი ოქმის სხდომას 8 წევრი ესწრებოდა. არ ესწრებოდა ორი ოპოზიციური პარტიის წევრი, ხოლო ერთი უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. თავმჯდომარის განმარტებით, ეს უკანასკნელი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.
,,დღეს მიიღო უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. რაც შეეხება ოპოზიციას განცხადებით არ მოუმართავს იმის თაობაზე, რომ უარს ამბობენ უმაღლეს საბჭოში დეპუტატობაზე”,-განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.
ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა 314 889, არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობაა 186 883 პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 5% ბარიერი გადალახა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთიანმა “ნაციონალურმა მოძრაონამ” 33%-ით და “ქართულმა ოცნებამ” 45 %-ით. მანდატების გადანაწილება მოხდა შემდეგნაირად: 7 მანდატი- “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” “ერთიანი საქართველო” მიღებული მანდატების რაოდენობა: 14.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები